09.11.2026

1 დეკემბრიდან მინიმალური სიჩქარე 70 მბ/წმ

ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარე ავტომატურად იზრდება. ძველ მოდემს უფასოდ შეგიცვლით.

ქსელის განახლების ფარგლებში, 1 დეკემბრიდან ჩვენი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებისთვის მინიმალური სიჩქარე ავტომატურად იზრდება და 70 მბ/წმ შეადგენს.

რამდენიმე ტექნიკური რჩევა მაქსიმალური სიჩქარისთვის

  • სიჩქარის შემოწმება. 70 მბ/წმ სიჩქარის ზუსტი და გარანტირებული მიღება შესაძლებელია ქსელის კაბელით (LAN) კომპიუტერთან პირდაპირი შეერთებისას. Wi-Fi-ით სარგებლობისას სიჩქარეზე მოქმედებს ბინის კედლები, როუტერთან დაშორება და თავად მოწყობილობის (ტელეფონი/ლეპტოპი) შესაძლებლობები.
  • ძველი მოდემების უფასო შეცვლა. თუ სარგებლობთ ძველი მოდელით და თქვენი აპარატურა ახალ სიჩქარეს ვერ გაატარებს, ჩვენი ტექნიკოსი სრულიად უფასოდ შეგიცვლით მას თანამედროვე მოდემით.

მოწყობილობის შესამოწმებლად ან ჩასანაცვლებლად დაგვიკავშირდით: 110000 ან 0800 00 50 50, ან მოგვწერეთ ონლაინ ჩათში.

მთავარზე დაბრუნება

აირჩიე სადგურიონლაინ რადიო

აირჩიე სადგური და დააჭირე დაკვრას.

მოგვწერეთ
პირადი კაბინეტი

შესვლა კაბინეტში

შეიყვანე აბონენტის ნომერი და პაროლი.