09.11.2026
1 დეკემბრიდან მინიმალური სიჩქარე 70 მბ/წმ
ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარე ავტომატურად იზრდება. ძველ მოდემს უფასოდ შეგიცვლით.
ქსელის განახლების ფარგლებში, 1 დეკემბრიდან ჩვენი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებისთვის მინიმალური სიჩქარე ავტომატურად იზრდება და 70 მბ/წმ შეადგენს.
რამდენიმე ტექნიკური რჩევა მაქსიმალური სიჩქარისთვის
- სიჩქარის შემოწმება. 70 მბ/წმ სიჩქარის ზუსტი და გარანტირებული მიღება შესაძლებელია ქსელის კაბელით (LAN) კომპიუტერთან პირდაპირი შეერთებისას. Wi-Fi-ით სარგებლობისას სიჩქარეზე მოქმედებს ბინის კედლები, როუტერთან დაშორება და თავად მოწყობილობის (ტელეფონი/ლეპტოპი) შესაძლებლობები.
- ძველი მოდემების უფასო შეცვლა. თუ სარგებლობთ ძველი მოდელით და თქვენი აპარატურა ახალ სიჩქარეს ვერ გაატარებს, ჩვენი ტექნიკოსი სრულიად უფასოდ შეგიცვლით მას თანამედროვე მოდემით.
მოწყობილობის შესამოწმებლად ან ჩასანაცვლებლად დაგვიკავშირდით: 110000 ან 0800 00 50 50, ან მოგვწერეთ ონლაინ ჩათში.