პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
დამტკიცების/განახლების თარიღი: 01.03.2024წ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
კომპანიის შესახებ :
დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი : შპს „ახალი ქსელები“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომპანია“);
საიდენტიფიკაციო კოდი: 211326732;
მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. #42
( 110000 ან 0800 00 50 50
შესავალი:
შპს „ახალი ქსელები“ მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენთვის, როგორც წამყვანი და პასუხისმგებლიანი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოება, ისე მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამუშავება.
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია გაგაცნოთ, თუ როგორ მუშავდება თქვენი პერსონალურ მონაცემები, რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და რა საშუალებებით ვიცავთ მათ.
ტერმინთა განმარტება :
o დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი/კომპანია : შპს „ახალი ქსელები“, რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
o დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი/მონაცემთა დაცვის ოფიცერი : პირი, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, კომპანიასთან დადებული შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე.
o პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
o მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება; მათ შორის ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ვებ-საიტზე და იყენებს მას ინფორმაციის ან მომსახურების მიღების მიზნით; აბონენტი ფიზიკური პირები, პირები რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში კომპანიასთან, მაგრამ მოგვმართავენ ჩვენი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, ასევე პირები რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება წარმოადგინონ აბონენტები ან/და პოტენციური აბონენტები კომპანიის წინაშე, თანამშრომელი.
o აბონენტი/მომხმარებელი - შპს ახალი ქსელების ხელშემკვრელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ბოლო მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მიზნებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე/პირზე;
o პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი : წინამდებარე დოკუმენტი (შემდეგში მოხსენიებული როგორც დოკუმენტი).
მონაცემთა სუბიექტები:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი ვრცელდება :
- შპს „ახალი ქსელები“-ს ფიზიკურ პირ აბონენტებზე, ინდ. მეწარმე აბონენტებზე ან/და მათ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლებზე.
- შპს „ახალი ქსელები“-ს პოტენციურ ფიზიკურ პირ აბონენტებზე ან პოტენციურ ინდ. მეწარმე აბონენტებზე ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლებზე
- შპს „ახალი ქსელები“-ს აბონენტი/პოტენციური აბონენტი იურიდიული პირების წარმომადგენლებზე.
- შპს „ახალი ქსელებ“-თან შრომით ან მომსახურეობის ხელშეკრულებით დაკავშირებულ პირებზე.
შეგროვებული პერსონალური მონაცემების სახეები:
კომპანიის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ კატეგორიებს:
o საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: ეს მოიცავს დეტალებს, რომლებსაც შეუძლიათ პირის იდენტიფიცირება, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართები, პირადი ნომრები.
o კორპორაციული მონაცემები: იმ აბონენტის/პოტენციური აბონენტის იურიდიული პირის/ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერს, სახელს, მისამართს ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც შპს „ახალ ქსელებთან“ წარმოადგეს ფიზიკური პირი.
o საკონტაქტო ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც ხელს უწყობს კომუნიკაციას, მათ შორის საფოსტო მისამართები, ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები.
o ფინანსური მონაცემები: ფინანსური ტრანზაქციებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, როგორიცაა საბანკო ანგარიშის დეტალები, საკრედიტო ბარათის ნომრები და ბილინგის ინფორმაცია (გადახდილი და გადაუხდელი თანხები და ა.შ).
o ბიოგრაფიული ინფორმაცია: ინფორმაცია აბონენტის დაბადების თარიღის, სქესის, მოქალაქეობის შესახებ.
o ტექნიკური მონაცემები: ტრაფიკის მონაცემები და საბილინგო მონაცემები, მათ შორის, აბონენტისთვის განკუთვნილი და აბონენტის მიერ წამოწყებული ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ინტერნეტ ტრაფიკის ახალი ქსელებისა და სხვა ურთიერთჩართულ (ლოკალურ და საერთაშორისო) ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში გადაცემა/გადამისამართებისათვის საჭირო მონაცემები; მონაცემები აბონენტის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიკატორის, ინტერნეტ მისამართის ან/და ადგილმდებარეობის/გეოლოკაციის თაობაზე; მიღებული მომსახურების თაობაზე მონაცემები (განხორციელებული/მიღებული მომსახურების მოცულობა/ხანგრძლივობა, თარიღი და დრო)(ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)
o მზა მონაცემები ე.წ. coockies : მონაცემთა სუბიექტის მიერ კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობისას ხდება ე.წ მზა ჩანაწერების coockies - შეგროვება. ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებ-გვერდით სარგებლობისას სუბიექტის გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესებისა და მათის უსაფრთხოების მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ-გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით.
მზა ჩანაწერების მეშვეობით დგინდება ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორებს, ვებ-გვერდებზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაცია, ონლაინ ნავიგაციის ისტორიას, ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე განხორციელდა, რა ენაზე გაეცანით ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს
ვებგვერდს. ჩვენ არ ვათავსებთ თქვენს მოწყობილობაზე მესამე მხარის მზაჩანაწერებს.
შენიშვნა : თუ არ გსურთ თქვენს მოწყობილობაზე მზა ჩანაწერების განთავსება, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის პარამეტრები.
o ბიომეტრიული მონაცემი : ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამუშავებული, მონაცემთა სუბიექტის ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ ან ქცევის მახასიათებელთან (როგორიცაა, მაგალითად: სახის გამოსახულება, ხმის მახასიათებელი ან დაქტილოსკოპიური მონაცემები) დაკავშირებული მონაცემი, რომელიც მისი უნიკალური იდენტიფიცირების ან ვინაობის დადასტურების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც გროვდება კომპანიის სერვის ცენტრებში მონაცემთა სუბიექტის ვიზიტისას, და რომელიც გროვდება სერვისცენტრში ან მის გარე პერიმეტრზე დაყენებული ვიდეო კამერების მეშვეობით, სერვისცენტრების უსაფრთხოების მიზნით.
o ბიომეტრიული მონაცემი-ფოტო და ვიდეო ჩანაწერები: კომპანიის ოფისებში და ოფისებთან დამონტაჟებული ვიდეომონიტორინგის კამერების მიერ აღბეჭდილი ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მუშავდება დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის დაცვის (მათ შორის, მავნე ზეგავლენისგან დაცვის), საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, მიზნით
o ბიომეტრიული მონაცემი- აუდიო ჩანაწერი: ცხელ ხაზზე აუდიომონიტორინგის და სხვა აქტივობების ჩანაწერები: სუბიექტის წინასწარი თანხმობით, შპს ახალ ქსელებთან აბონენტთა მომსახურების განყოფილებასთან და ცხელ ხაზთან, აუდიომონიტორინგის სისტემით განხორციელებული კომუნიკაციის აუდიო ან ტექსტუალური ჩანაწერები (აბონენტთა მოსახურების ცხელ ხაზზე კომუნიკაციის აუდიომონიტორინგის საშუალებით ჩაწერილი აუდიოჩანაწერი და ელექტრონული მიმოწერა), რომელიც მუშავდება შპს „ახალი ქსელები“-ს ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, მათ შორის მომსახურეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
o ონლაინ იდენტიფიკატორები: უნიკალური იდენტიფიკატორები, რომლებიც ენიჭება აბონენტებს ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, როგორიცაა მომხმარებლის სახელები, ანგარიშის ნომრები და ა.შ.
მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები :
მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები :
o მონაცემებს კომპანია ამუშავებს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად.
o მონაცემები შეგროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და დამუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია ამ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
o კომპანიის მიერ მოპოვებული/შენახული მონაცემები იქნება ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები გასწორდება, წაიშლება ან განადგურდება გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
o მონაცემები შეინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი წაიშლება, განადგურდება ან შეინახება დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად.
o ამასთან კომპანია იძლევა გარანტიას, რომ მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნებია :
o ხელშეკრულება/გარიგება: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით ხელშეკრულების დასადებად მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომსახურეობის გასაწევად და/ან მოთხოვნის/განცხადების განხილვის საფუძვლით, მომსახურების საფასურის დასარიცხად, მონაცემთა სუბიექტის განცხადების/საჩივრების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და ა.შ. მომსახურებ(ებ)ის თაობაზე ინფორმაციის მოწოდების მიზნით, ბალანსის ან შეძენილი მომსახურების მოცულობის მოსალოდნელი ამოწურვის, დავალიანების და გადახდის ვადის მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის/შეწყვეტის დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ან მომსახურების პირობების/ ტარიფების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიზნით.
o თანხმობა : მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
o აბონენტის მიერ გაცხადებული წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ; მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულად შეთავაზებას;
o მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია: კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.
o მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად ანდა გათვალისწინებულია კანონით: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიზნებისთვის; მარეგულირებლისა, ანდა სხვა სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით კანონმდებლობით კომპანიისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
o ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საფუძველი :
ლეგიტიმური ინტერესის დაცვის საფუძვლით შპს ახალი ქსელები იყენებს პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა მიზნით :
ა) პროდუქტებისა და ტექნოლოგიების განვითარება: შპს „ახალი ქსელები“ მოწოდებულია დაიცვას განავითაროს და გაამრავალფეროვნოს შეთავაზებული პროდუქტები და საქმიანობა. შესთავაზოს მომხმარებელს მასზე მორგებული სერვისები და პროდუქტები, განავითაროს ახალი ტექნოლოგიები აბონენტების საჭიროებებიდან გამომდინარე. ამისთვის კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს და დაამუშავოს პერსონალური ინფორმაცია იმგვარად, რომ მოხდეს მონაცემთა დეპერსონიზაცია, მომსახურებისა და პროდუქტების ანალიზისა და შემდგომი განვითარებისათვის, ახალი მომსახურებების/პროდუქტების შესამუშავებლად, ისევე როგორც მენეჯერული, შიდა კორპორატიული და მესამე პირებისათვის მისაწოდებელი ანგარიშების შესამუშავებლად; (ამგვარი დეპერსონალიზებული ფორმით შენახული მონაცემები არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, რადგან გამორიცხავს პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირებას);
ბ) პირდაპირი მარკეტინგული მიზნები : შპს „ახალი ქსელები“ უფლებამოსილია გამოიყენოს სხვადასხვა საკომუნიკაციო გზა მონაცემთა სუბიექტებამდე მისი მომსახურეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. კერძოდ ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება კომპანიის მომსახურების, შეთავაზებების, ახალი იდეების, სამუშაოების წამოწყების ანდა დასრულების, საიმიჯო თემატიკის შეტყობინებების, გამოკითხვებისა, კლვევების ჩატარებისა და სხვა მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
გ)დავალიანების ამოღების მიზანი : კომპანია უფლებამისილია დაამუშაოს პერსონალური მონაცემები დავალიანების აბონენტისგან ამოღების მიზნით, შეამოწმოს წინასწარ აბონენტის გადახდისუნარიანობა/კრედიტუნარიანობა და ა.შ.
გ) უსაფრთოხების მიზნით : კომპანიის ქონებისა და პერსონალის უსაფრთხოების, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქსელი უსაფრთხოების,
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური, აშკარა მიზნებისთვის რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად
პერსონალურ მონაცემთა შეგროვების წყაროები :
კომპანია პერსონალურ მონაცემებს სუბიექტზე აგროვებს :
o სუბიექტის წინასწარი თანხმობით.
o სუბიექტის მიერ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებით.
o სუბიექტი ახორციელებს მიწოდებული მომსახურეობის პაკეტის ცვლილებებს, ან ცალკეული მომსახურებების ჩართვა/გამორთვას.
o კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას.
o სუბიექტის მიერ სატელეფონო კომუნიკაციისას ან სერვისცენტრში ვიზიტისას;
o სუბიექტის მიერ გამოგზავნილი კორესპონდენციით (წერილები ფოსტით ან ელ. ფოსტით, საჩივრით და ა.შ);
o სუბიექტი მონაწილეობს კომპანიის მიერ ორგანიზებულ რაიმე კონკურსში, კვლევაში ან გათამაშებაში.
o იყენებს ჩვენ საკომუნიკაციო ქსელს, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის მისაღებად, მათ შორის wifi ქსელის გამოყენებით.
o შესაბამისი საჭიროებისას, მონაცემები შესაძლოა შეგროვდეს სხვა წყაროებიდან, (მათ შორის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან) ბიზნეს ცნობარებიდან და საკრედიტო-საინფორმაციო ორგანიზაციებისგან და ა.შ.
o შესაბამისის საჭიროებისას მონაცემები შესაძლოა შეგროვდეს შპს „ახალი ქსელები“-ს პარტნიორი კომპანიებიდან თუ სხვა კომპანიებიდან.
o სუბიექტის პერსონალური მონაცემები შეიძლება შეგროვდეს თუ იგი სუბიექტმა თავად გახადო საჯაროდ ხელმისაწვდომი.
o კანონით განსაზღვრულ ყველა სხვა შემთხვევაში.
პერსონალურ მონაცემთა გაზიარება
შპს „ახალი ქსელები“-ს მიერ პერსონალური მონაცემები შესაძლოა გაზიარდეს კომპანიის ქვეკონტრაქტორებთან, მიმწოდებლებთან, პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან, თანა-დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირებთან, საჯარო დაწესებულებებთან და სხვა მესამე პირებთან. ასეთი პირები არიან ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ახალი ქსელები“ თანამშრომლობს ან კომპანიასთან ერთად ქმნიან პროდუქტს ან მომსახურებას.
o სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები და მომსახურების მიმწოდებლები;
o IT მომსახურებების პროვაიდერები;
o საკომუნიკაციო და ქსელის მოწყობილობების მიმწოდებლები;
o საგადახდო მომსახურების პროვაიდერები;
o ბილინგის მომსახურების მიმწოდებლები;
o მომსახურებების ფარგლებში ციფრული კონტენტის მიმწოდებლები;
o საკომუნიკაციო სფეროში პროგრამული უზრუნველყოფების მიმწოდებლები;
o მარკეტინგული კვლევის სააგენტოები;
o პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლები;
o დავალიანების ამოღების სფეროში მოქმედი კომპანიები;
o იურიდიული მომსახურების კომპანიები.
პერსონალურ მონაცემები გაზიარდება საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგენილია კანონით, კერზოდ:
o სასამართლოსთვის;
o სამართალდამცავი, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისათვის;
o პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის;
o საგადასახადო ორგანოებისათვის;
o კონკურენციის სააგენტოსთვის;
o კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისათვის.
o და სხვა კანონით დადგენილი ორგანოებისთვის, რომლებსაც აქვთ უფლება გამოითხოვონ პერსონალური მონაცემები.
ცალკეულ შემთხვევებში, მონაცემთა გაზიარება ეფუძნება თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობას ან როდესაც ამას ჩვენ მივიჩნევთ ადეკვატურ და რელევანტურ ზომად ჩვენი ლეგიტიმური ინტერესესის გათვალისწინებთ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვადები
o პერსონალურ მონაცემები ინახება შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან განსაზღვრულია კანონმდებლობით.
o საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, აპარატურის/მოწყობილობის მონაცემები და მომსახურების გაწევის/მოწოდების თაობაზე მონაცემები ინახება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან/დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში, ხოლო გადახდების შესახებ ინფორმაციას, ისევე როგორც მიღებული ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, გამავალი/შემავალი სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერი) - მომსახურების გაწევიდან 4 წლის განმავლობაში;
8. მონაცემთა სუბიექტის უფლებები :
ინფორმაციის გამოთხოვისა და ჩასწორების წესი :
o მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, შპს „ახალ ქსელებ“-ს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის მე-13 მუხლში მითითებული ინფორმაცია მოთხოვნის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
o შპს „ახალი ქსელები“ უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტს საჭიროებისამებრ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაცემა კანონს ეწინააღმდეგება.
o მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება :
o მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი).
მონაცემთა დამუშავებისა და გამოყენების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნა :
o მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგი ს) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. და მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა ( თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
o შპს „ახალ ქსელებს“ უფლება აქვს, უარი თქვას მონაცემთა დამუშავებისა და გამოყენების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნაზე თუ :
ა) არსებობს მონაცემთა დამუშავების პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 ან მე-6 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
ბ) მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
დ) მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
o მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
o თუ სუბიექტი მოითხოვს მონაცემების დამუშავების შეწყვეტას, ( რომელიც აუცილებელია ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მოწოდებისათვის,) შპს „ახალი ქსელები“ ვეღარ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მომსახურების გაწევას, შესაბამისად კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა :
o სუბიექტს აქვს უფლება მოითხოვოს შპს „ახალი ქსელები“ -ს მხრიდან პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შეწვეტა. ასეთ შემთხვევაში, აბონენტი ვერ მიიღებს ინფორმაციას ფასდაკლებების, აქციების, შემოთავაზებების ან სხვა სიახლეების შესახებ და ვერ ისარგებლეს აბონენტზე მორგებული პროდუქტებით/მომსახურებებით ან ფასდაკლებებით;
o შპს „ახალი ქსელები“ ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
o სუბიექტის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შეწყვეტის მოთხვონის დაფიქსირება შესაძლებელია ქოლ-ცენტრის, სერვისცენტრის, ფოსტითა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. (იხილეთ საკონტაქტო ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტის პირველ გვერდზე ან კომპანიის ვებ-გვერდზე www.ak.ge ).
მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა :
მონაცემთა სუბიექტის რიგი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
o სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
o საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
o დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას,მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
o ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
o მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის
o ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
o ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
o მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
o სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
o სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
o სახელმწიფოსა და შპს „ახალი ქსელები“ სხვა ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც არაა ზემოთ აღნიშნული.
გასაჩივრების უფლება
o სუბიექტს უფლება აქვს წინამდებარე დოკუმენტის ან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს შპს „ახალი ქსელები“-ს მონაცემთა დაცვის ოფიცერს ხოლო, თუკი მონაცემთა დაცვის ოფიცერთან მიმართვის შემდგომ, მიიჩნევს რომ ვერ მოხერხდა მისი უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორება, სუბიექტს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
o შპს „ახალი ქსელები“-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შეგიძლიათ მიმართ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე : info@ak.ge