სერვისები
რა არის სტოპ სერვისი?
ეს არის მომსახურების დროებითი შეჩერება ხელშეკრულების გაუქმების გარეშე.
სტოპ სერვისით სარგებლობისას არ დაგერიცხებათ პაკეტის საფასური.
სტოპ სერვისით სარგებლობის ვადად განსაზღვრულია 1 წლის განმავლობაში ჯამურად 60 დღე.
ინტერნეტის სტოპ სერვისის გააქტიურების ერთჯერადი ღირებულებაა 2 ლარი
.
შიდა ქსელის რეორგანიზაცია
კომპნია "ახალი ქსელები" გთავაზობთ შიდა ქსელის რეორგანიზაციას - ე.წ. კაბელის გადატანას.
შიდა ქსელის რეორგანიზაცია გულისხმობს, შპს „ახალი ქსელების“ ტერმინალური მოწყობილობების ადგილის ცვლილებას აბონენტის რეგისტრაციის მისამართზე;
კაბელის გადატანა შესაძლებელია 0-დან 30 მეტრამდე;
როგორ შევძლებ სერვისით სარგებლობას?
-
სერვისით სარგებლობის მოთხოვნის დაფიქსირებას შეძლებთ საინფორმაციო ცენტრში ნომერზე: 110000 ან 0800 00 50 50
რა ღირს?
-
მომსახურების ღირებულებაა - 20 ₾;
რამდენ ხანში შევძლებ სერვისით სარგებლობას?
-
მოთხოვნის დაფიქსირებიდან უმოკლეს ვადაში დაგიკავშრდებათ შესაბამისი სამსახური და დაიგეგმება ვიზიტი.