დაგვირეკეთ 110000 ან 0800 00 50 50 ფიზიკური პირებისთვის ბიზნეს კლიენტებისთვის
  • ქართული ქართული
    • ქართული ქართული
    • English English
    • Русский Русский
ახალი ქსელები
  • ინტერნეტი
    • პაკეტები
    • სპეციალური შეთავაზებები
    • დაფარვის ზონა
    • სერვისები
      • STOP სერვისი
    • როგორ ჩავრთო
    • ხელშეკრულებები
  • ტელევიზია
    • პაკეტები
    • სპეციალური შეთავაზებები
    • სერვისები
      • STOP სერვისი
    • როგორ ჩავრთო
    • ხელშეკრულებები
  • სახლის ტელეფონი
    • პაკეტები
    • საერთაშორისო ზარები
    • VIP ნომრები
    • ინდექსები
    • სერვისები
      • სერვისები
      • STOP სერვისი
    • როგორ ჩავრთო
    • ხელშეკრულებები
  • აქციები
    • ორმაგი შეთავაზება
  • კონტრაქტის დადასტურება
  • გადახდა

FAQ

ინტერნეტი
როგორ გავხდე "ახალი ქსელების" აბონენტი?
  • შეავსეთ ონლაინ განაცხადი 
  • დაგვიკავშირდით  11 00 00  ან 0800 00 50 50 
  • მობრძანდით სერვის ცენტრში 
რა დროა საჭირო განაცხადიდან მომსახურების მიღებამდე ?

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოგეწოდებათ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში 

ფასიანია თუ არა ინტერნეტის ინსტალაცია?

ფიზიკური პირებისთვის ინსტალაცია უფასოა, იურიდიული პირებისთვის ფასიანი

შემიძლია თუ არა შევიძინო მოდემი?

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ  შეიძინოთ  თქვენსა და ჩვენს  შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ჩვენი კუთვნილი მოწყობილობა.

ამინაზღაურდება თუ არა ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხება ?

ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებ(ებ)ის არასრულად ან/და ხარვეზებით მიწოდების შემთხვევაში, მიუწოდებელი /უხარისხო მომსახურების საფასურის გამოქვითვა მოხდება თქვენს მიერ გადასახდელი მომდევნო თვის საფასურიდან.

მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების დრო ითვლება თქვენს მიერ ჩვენთან შეტყობინების მომენტიდან მის აღმოფხვრამდე დროის მონაკვეთით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ ცხელი ხაზის საშუალებით.

რა შემთხვევაში უქმდება მომსახურების ხელშეკრულება?

 ხელშეკრულება უქმდება თუ მომსახურების შეჩერებიდან 45 დღის ვადაში არ გადაიხდით თქვენს მიერ არჩეული ინტერენტ პაკეტის ღირებულების სრულ თანხას და ხელახალი ჩართვის საფასურს- 1 ლარს

 

როგორ ვისარგებლო „სტოპ სერვისით“?

მომსახურება „სტოპ სერვისის” ჩართვისათვის  უნდა დარეკოთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურში ფიქსირებული ქსელიდან 11 0000, მობილური ტელეფონიდან 0 800 00 50 50 ან მიმართოთ სერვისცენტრს.

“სტოპ სერვისით” სარგებლობის ხანგრძლივობა განისაზღვრება წელიწადში არა უმეტეს სამი თვისა.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მომსახურება ავტომატურად აღდგება.

„სტოპ სერვისის“ ჩართვის ღირებულებაა 1 ლარი.

რა არის IP მისამართი?

IP-ინტერნეტ პროტოკოლი არის უნიკალური ნომერი, მსგავსად ტელეფონის ნომრის, რომელიც ინტერნეტ სამყაროში დაკავშირებულია ყველა თქვენს მიერ ჩატარებულ ქმედებასთან. მაგ: ნებისმიერ ვებ გვერდზე შესვლას თქვენ ახდენთ თქვენი IP-მისამართის მეშვეობით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შესვლისას ფიქსირდება თქვენი IP-მისამართი და ასე ბევრი სხვა მაგალითი. ასე რომ, ჩვენი ინტერნეტ მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია ინტერნეტ პროვაიდერის მიერ მონიჭებული IP მისამართი.

რა შემთხვევაში ხდება მომსახურების შეჩერება?

თუ საბილინგო ანგარიშზე არ ირიცხება დადებითი ნაშთი, მომსახურება შეგიჩერდებათ ინტერნეტპაკეტის სრული ღირებულების და ხელახალი ჩართვის საფასურის გადახდამდე

როგორ გავიგო რა სიჩქარით მომეწოდება ინტერნეტი?

ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად აუცილებელია მოწყობილობა, რომლითაც ზომავთ სიჩქარეს, ინტერნეტის ქსელში შეერთებული იყოს სადენის (კაბელის) და არა WIFI-ის საშუალებით.   ინტერნეტის სიჩქარის შემოწმებამდე აუცილებელია კომპიუტერში, რომლითაც ვზომავთ ინტერნეტის სიჩქარეს,  დავხუროთ/გავთიშოთ ყველა აპლიკაცია და პროგრამა, რამაც შეიძლება გამოიყენოს იტერნეტის რესურსი.  სიჩქარის შემოწმების პროცესში,აუცილებელია ქსელში ჩართული იყოს მხოლოდ ის მოწყობილობა, რომლითაც ინტერნეტის ხარისხს ამოწმებთ. გამორთეთ ქსელიდან ყველა სხვა მოწყობილობა-კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ. სიჩქარე გაზომეთ http://speedtest.ge/-ს გამოყენებით.

 შემოწმების შედეგები აისახება  Download (ჩამოტვირთვის) და Upload (ატვირთვის) გრაფებში

რა არის ხელისშემშლელი პირობები WIFI სიგნალის მისაღებად?

დიდი მანძილი Wifi-სიგნალის გადამცემ მოწყობილობასა და მიმღებ მოწყობილობის შორის, Wifi მოწყობილობის მონტაჟი  არასწორად შერჩეულ ადგილას, კედლები, კარებები, კარადა, მინა, ავეჯი, სარკე, რადიო, ტელეფონი, ელექტრო ღუმელი, მეზობლების WiFi მოწყობილობები და სხვა ყველა ის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ რადიო სიხშირით.

ტელევიზია
როგორ მოვიქცე ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში?

   მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შემთხვევაში დაგვიკაშირდით    11 00 00 ან მობილური ტელეფონიდან 0 800 00 50 50

შესაძლებელია თუ არა ერთზე მეტი ტელევიზორის ჩართვა ?

ერთ აბონენტს ( ერთ ნომერზე ) შეუძლია მაქსიმუმ 3 ტელევიზორით სარგებლობა

რომელი თემატური პაკეტების ჩართვა არის შესაძლებელი?
  • კინო
  • საბავშვო
  • შემეცნებითი
  • საინფორმაციო
  • მუსიკა
  • გასართობი
  • სეტანტა სპორტი 

 თემატური პაკეტების  აქტივაცია შესაძლებელია ვებ გვერდის მეშვეობით ( პირადი კაბინეტი ) ან ტელეფონით 11 00 00 

როგორ ჩავრთო "ახალი ქსელების" მაუწყებლობა?
  • შეავსეთ ონლაინ განაცხადი 
  • დაგვიკავშირდით 11 00 00  ან 0800 00 50 50 
  • მობრძანდით სერვის ცენტრში 
რა დროა საჭირო განაცხადიდან მომსახურების მიღებამდე ?

მომსახურების მიღება ხორციელდება ხელშეკურლების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

ფასიანია თუ არა ტელევიზიის ინსტალაცია?

ტელევიზიის ინსტალაცია უფასოა იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ  ჩვენი ინტერნეტით.

იურიდიული პირებისთვის და სხვა ქსელის ინტერნეტ აბონენტებისთვის ინსტალაცია ფასიანია.

ტელეფონი
როგორ შევავსო ბალანსი ?
  • ვებ გვერდიდან  www.ak.ge 
  • საქართველოს სხვადასხვა ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან 
  • საქართველოში არსებული სწრაფი გადახდის აპარატებიდან 
რა დროა საჭირო, რომ გავხდე „ახალი ქსელების“ აბონენტი?

   მომსახურება მოგეწოდებათ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში

ფასიანია თუ არა ტექნიკური სამსახურის გამოძახება

ტექნიკური სამსახურის გამოძახება უფასოა

როგორ შევცვალო მიმდინარე პაკეტი ?
  • პაკეტის შეცვლა შესაძლებელია ვებ გვერდიდან www.ak.ge  (პირადი კაბინეტი ) 
  • დაგვიკავშირდით 11 00 00 ან 0800 00 50 50 
როგორ მივიღო სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერი?

სატელეფონო საუბრის დეტალური ამონაწერის მისაღებად უნდა გვეწვიოთ  სერვის ცენტრში, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

გაითვალისწინეთ, რომ ამონაწერის მისაღებად აუცილებელია სატელეფონო ნომერი გაფორმებული იყოს თქვენს სახელზე.

როგორ შევამომწმო მიმდინარე ბალანსი/დავალიანება?
  • მიმდინარე ბალანსის/დავალიანების შემოწმება შესაძლებელია ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირადი კაბინეტიდან. 
  • მიმდინარე ბალანსის/დავალიანების გასაგებად დაგვიკავშირდით 11 00 00 ან 08 00 00 50 50 
როდის უნდა გადავიხადო დავალიანება, რომ არ შემიჩერდეს მომსახურება?

    სატელეფონო მომსახურების დავალიანების გადახდა  უნდა მოხდეს  არაუგვიანეს მიმდინარე თვის 6 რიცხვამდე

რა შემთხვევაში უქმდება მომსახურების ხელშეკრულება?

   მომსახურების ხელშეკრულება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ გადაუხდელობის გამო მომსახურების ცალმხრივად შეჩერებიდან 90 დღის განმავლობაში არ დაფარავთ დავალიანებას და ხელახლი ჩართვის საფასურს - 1 ლარს

 

როგორ გადავიფორმო ნომერი ჩემ სახელზე?

ნომრის გადაფორმებისთვის მობრძანდით სერვის ცენტრში.

პირობების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით 1100 00, ან 08 0000 5050

როგორ დავრეკო საზღვარგარეთ?

   აკრიფეთ სატელეფონო კოდი 00 ან 10-65-00, შემდეგ ქვეყნის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის   ნომერი 

როგორ გავიგო საერთაშორისო ქვეყნების კოდები და ტარიფები?

საერთაშორისო ქვეყნების კოდების და ტარიფების შესახებ  ინფორმაცია იხილეთ www.ak.ge 

შესაძლებელია თუ არა კოდის "0" შეზღუდვა?

სატელეფონო კოდი "0" შეზღუდვისთვის დაგვიკავშირდით  11 00 00  ან 0800 00 50 50 

რა დამატებით სატელეფონო მომსახურებას გვთავაზობთ ?
  • კონფერენცკავშირი
  • ნომრის ამომცნობი
  • შემომავალი კავშირის შეზღუდვა
  • ნომრის შემოკლებული აკრეფვა
  • გადამისამართება
  • მაღვიძარა
  • შემომავალი ზარის ლოდინი (CWT)
  • გამოძახების დაყოვნება
  • ხმოვანი ფოსტა
  • ავტომატური გადარეკვა

დამატებითი მომსახურების გასააქტიურებლად დაგვირეკეთ 11 0000 ან 0 800 00 50 50 

რას ნიშნავს ზარი შიდა ქსელში?

   ზარი რომელიც ხორციელდება  "ახალი ქსელების" აბონენტებისგან  "ახალი ქსელების" აბონენტებთან

დაგვიმეგობრდი

კომპანიის შესახებ

  • ჩვენს შესახებ
  • სერვის ცენტრები
  • დაფარვის ზონა
  • ინდექსები
  • წესები და პირობები
  • F.A.Q.

სასარგებლო ინორმაცია

  • სიახლეები
  • როგორ გავხდე აბონენტი
  • ხელშეკრულებები
  • საჩივრის განხილვა
  • ოფერტა
  • საგანგებო ნომრები
  • აპარატურის და ქსელის ტექ. მახასიათებლები

ბიზნეს კლიენტებისთვის

  • ტარიფები
  • განაცხადის ფორმები
  • როგორ ჩავერთო

საკონტაქტო ინფორმაცია

logo

110000 ან 0800 00 50 50
ანა პოლიტკოვსკაიას #42, თბილისი
info@ak.ge
© Copyright 2022.ახალი ქსელები. All Rights Reserved
Created by MRG mrg logo