რეგიონალური ერთეულის მმართველი
ვაკანსიის დეტალები
ლოკაცია:
ქუთაისი
ბოლო ვადა:
31 იანვარი
დეპარტამენტი:
კომერციული დეპარტამენტი
განაკვეთი:
სრული
აპლიკაციის გაგზავნა
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- დაქვემდებარებაში არსებული რეგიონის ჯგუფების მართვა;
- რეგიონის ჭრილში დაწესებული გეგმების შესრულების მხარდაჭერა და შესრულების მონიტორინგი;
- რეგიონში განვითარების შესაძლებლობების დაიდენტიფიცირება და წინადადებების განხილვა დირექტორებთან, ქსელის განვითარების კომიტეტზე;
- ყოველდღიური და პერიოდული სტატისტიკის წარმოება და შედეგების ანალიზი;
- რეგიონულ ჯგუფში შემავალი თანამშრომლებისათვის აუცილებელი სამუშაო პირობებისა და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა;
- თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინისა და ქცევის კოდექსის დაცვის პროცესის ზედამხედველობა;
- ჯგუფის სამუშაო ანალიზის განხორციელება და შესაბამისად, სამოქმედო გეგმის გაწერა;
- ადგილობრივი შიდა და გარე ფაქტორების/მიმდინარე მოვლენების და მათგან გამოწვეული რისკების გაანალიზება და დროული ესკალირება მიმართულების დირექტორთან;
- სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში, რეგიონში არსებული ხარვეზების გამოვლენაში და მათი გამოსწორების გზების მოძიებაში მონაწილეობის მიღება;
- რეგიონულ ჯგუფში არსებული ვაკანსიების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
- რეგიონულ ჯგუფში შემავალი თანამშრომლების მოტივაციისთვის აქტივობების დაგეგმვა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით;
- სამუშაო გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება ტელეკომუნიკაციების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატს;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
საჭირო უნარ-ჩვებები:
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაკვირვების და დაგეგმარების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პრობლემის სწრაფად გადაწყვეტისა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
შპს „ახალი ქსელები“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!