ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი
ვაკანსიის დეტალები
ლოკაცია:
თბილისი
ბოლო ვადა:
20 სექტემბერი
დეპარტამენტი:
ზედამხედველობის სამსახური
განაკვეთი:
სრული
აპლიკაციის გაგზავნა
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42
განაკვეთი: სრული
მოვალეობები:
საპროექტო სამსახურის, სამშენებლო სამსახურის, ოპტიკური სამსახურის და ინსტალაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ტექნიკური სამუშაოების შიდა სტანდარტებთან, წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობის დადგენა;
გამოვლენილი დარღვევების, მათი გამოსწორების რეკომენდაციების, გამოსწორებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ანგარიშგების, აქტის, დასკვნის, სახით მიწოდება და შესრულებაზე კონტროლი;
ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაციის მონიტორინგი;
აბონენტის სატელეფონო სახაზო ნაწილის მონტაჟის მონიტირინგი;
მესამე მხარეების მიერ კომპანიის გაყვანილობების დაზიანების შემთხვევაში ფაქტის მოკველევა შემდგომი რეაგირების მიზნით;
საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ ინდივიდუალურ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება (მისამართზე გასვლა, შეფასება და გაფრთხილების აქტის გაფორმება);
სატელეფონო კაბელების დაზიანების შემთხვევაში დაზიანებული კაბელის გაზომვა და დაზიანებული მონაკვეთის პოვნა;
ახალი მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებამდე ძირითადი გაზომვების ჩატარება;
სადგურების / ბოძების / კარადების დამიწებების პერიოდული მონიტორინგი;
მორიგე ზედამხედველების ჯგუფის წევრების პრობლემების მოგვარება და მხარდაჭერა;
მორიგე ზედამხედველების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი;
საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და შეფასება;
მის პასუხისმგებლობაში არსებული ხელსაწყოების პერიოდული ტექნიკური მონიტორინგი;
საჭიროების შემთხვევაში მორიგე ზედამხედველის ფუნქციების შესრულება.
მოთხოვნები:
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
ტექნიკური (სახაზო-საკაბელო-საკანალიზაციო) ქსელის სამონტაჟო სქემების გარჩევა;
B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
ქსელში გამოყენებული კაბელის გამზომ ხელსაწყოებთან მუშაობა;
კაბელის პარამეტრების ტექნიკური ნორმების და გაზომვის ჩატარების წესების ცოდნა;
გამოთვლის მეთოდების ცოდნა გაზომვის მონაცემების დამუშავებისათვის;
დამიწების კონტურის წინაღობის გამზომ ხელსაწყოებთან მუშაობა;
დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის მეთოდების და გაზომვის ჩატარების წესების ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge
გისურვებთ წარმატებას!