საპროექტო ჯგუფის სპეციალისტი
ვაკანსიის დეტალები
ლოკაცია:
თბილისი
ბოლო ვადა:
31 იანვარი
დეპარტამენტი:
საოპერაციო დეპარტამენტი
განაკვეთი:
სრული
აპლიკაციის გაგზავნა
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საპროექტო ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი მშენებლობის პროექტების დაგეგმვა მომზადება, ოპტიმალური ტრასების შერჩევა მომზადება, სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი თანხმობის მოპოვება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ასევე კერძო ნაკვეთების მესაკუთრებისგან და ყველა საჭირო ორგანიზაციასთან;
- საპროექტო ბაზებთან (Gis, Visio, Autocad) მუშაობა, ბაზების შექმნა, პრობლემურ პროექტებზე მუშაობა, დაგეგმვა, ალტერნატიული გზების მოპოვება;
- სატელეფონო კანალიზაციის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის ნახაზის შედგენა, მათი შენახვა და რეზერვირება კომპიუტერში;
- ობიექტის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი განსაკუთრებული შემთხვევის დროს პროექტის კორექტირება და პასპორტიზაცია;
- შესრულებული პროექტის რეალობის ასახვა და ხაზოვანი ნაგებობის დარეგისტრირება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
- შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და პასუხის მომზადება;
- მოთხოვნისამებრ სამუშაო ანგარიშის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- GIS, AUTOCAD, VISIO პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარ–ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- დროის მართვის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
შპს „ახალი ქსელები“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!