1 დეკემბრიდან ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური სიჩქარე 70 მბ/წმ ხდება!
28.10.2026🚀 1 დეკემბრიდან ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური სიჩქარე 70 მბ/წმ ხდება!
ქსელის მასშტაბური განახლების ფარგლებში, 1 დეკემბრიდან ჩვენი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებისთვის მინიმალური სიჩქარე ავტომატურად გაიზრდება და 70 მბ/წმ-ს შეადგენს — სრულიად უფასოდ, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.
💡 ტექნიკური რჩევები მაქსიმალური სიჩქარის მისაღებად:
-
🔌 სიჩქარის შემოწმება ქსელის კაბელით (LAN):
70 მბ/წმ სიჩქარის ზუსტი და გარანტირებული მიღება შესაძლებელია ქსელის კაბელით (LAN) კომპიუტერთან პირდაპირი შეერთებისას. Wi-Fi კავშირის დროს სიჩქარეზე გავლენას ახდენს ბინის ტიხრები/კედლები, როუტერთან დაშორება და თქვენი მოწყობილობის (ტელეფონი/ლეპტოპი) ტექნიკური შესაძლებლობები.
-
🔄 ძველი მოდემების უფასო ჩანაცვლება:
თუ სარგებლობთ შედარებით ძველი მოდელით და თქვენი მოწყობილობა ახალ სიჩქარეს სრულად ვერ ატარებს, ჩვენი ტექნიკოსი სრულიად უფასოდ ჩაგინაცვლებთ მას თანამედროვე, მაღალსიჩქარიანი მოდემით.
📞 მოწყობილობის შესამოწმებლად ან ჩასანაცვლებლად:
-
☎️ ცხელი ხაზი: 110000 📱 : 0800 00 50 50
-
💬 ონლაინ მხარდაჭერა: მოგვწერეთ საიტის ონლაინ ჩათში