Adjaranet-ით სარგებლობა შეიზღუდა
მოგახსენებთ, რომ არალეგალურ კონტენტთან ბრძოლის ფარგლებში მარეგულირებელი კომისიის მიერ მთლიანი საქართველოს მასშტაბით წვდომა შეიზღუდა აჭარანეთის ვებ-საიტისა და TV აპლიკაცით სარგებლობაზე.
როგორც ცნობილია, კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია, რომელიც ინტერნეტმომსახურებას „ქლაუდ ცხრისგან“ იღებს, საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევით ავრცელებდა აუდიოვიზუალურ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc.
აჭარანეთის ვებ-საიტისა და TV აპლიკაციის ხელმისაწვდომობის საკითხს მართავს მარეგულირებელი კომისია, შესაბამისად, შპს "კომპანია ახალი" ქსელები თვითნებურად ვერ უზრუნველყოფს მაუწყებლობის აღდგენას.
ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.