ინტერნეტი
ტელეფონი
IP ტელეფონი
ტელევიზია
კომპანიის შესახებ
კონტაქტი
იურიდიული პირებისთვის
Online შეკვეთა
ონლაინ გადახდა
ონლაინ დახმარება
საერთაშორისო კავშირი
მთავარი
კომპანიის სიახლეები
2013-01-14 - "ახალი ქსელების" ინოვაციური სერვისი - ვებპორტალი

ახალი ქსელები გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს - ვებპორტალს. სერვისის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინტერნეტთან წვდომა. თქვენ მოგენიჭებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რათა შეძლოთ, ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით.

ვებაპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

  • მართოთ თქვენი ზარები (როგორც შემომავალი, ისე გამავალი).
    მაგ: იმყოფეებით სამსახურში, ან სულაც საზღვარგარეთ და გაინტერესებთ, ვინ დაგირეკათ სახლის ნომერზე მოცემულ მონაკვეთში, ან განახორციელა თუ არა ვინმემ ზარი თქვენი სატელეფონო ნომრიდან. ვებპორტალის საშუალებით შეგიძლიათ შორ მანძილზე აკონტროლოთ შემომავალი თუ გამავალი ზარები.
  • გადაამისამართოთ ზარი დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა სასურველი მიმართულებით, ანუ ისარგებლოთ სერვისით "მომყევი".
    მაგალითისთვის, დილით სახლიდან გასვლისას ზარს გადაამისამართებთ სამსახურის ტელეფონის ნომერზე. შესვენებაზე გადიხართ? გადაამისამართეთ ზარი მობილურზე. შეხვედრა გაქვთ? ზარი კვლავ თქვენს მობილურზეა გადამისამართებული. სახლში დაბრუნებისას, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაამისამართოთ შემომავალი ზარი ამჯერად უკვე სახლის ფიქსირებულ ტელეფონზე და ასე დაუსრულებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
  • მოისმინოთ ხმოვან ფოსტაში დატოვებული შეტყბინება, გადმოწეროთ იგი ფაილის სახით, შეინახოთ ან წაშალოთ.
    P.S. აბონეტს შეუძლია ვებპორტალზე მიუთითოს ელ. ფოსტის მისამართი და ხმოვან ფოსტაში შესული შეტყობინება ელ. ფოსტის საშუალებით მიიღოს.
  • მიანიჭოთ ვებპორტალს ვირტუალური მდივნის ფუნქცია:
    ვთქვათ დღის 12 საათზე უნდა განახორციელოთ მნიშვნელოვანი ზარი. ვებპორტალზე ააქტიურებთ შესაბამის აპლიკაციას და სასურველ დროს ზარი განხორციელდება ჯერ თქვენთან და ყურმილის აღების შემდეგ გავა სასურველ ადრესატთან.
  • ჩაატაროთ ვირტუალური თათბირი. ასევე მოიწვიოთ მეგობრები, ახლობლები თუ ბიზნესპარტნიორები სასურველი თემის განსახილველად.
    აღნიშნული სერვისის განსახორციელებლად აუცილებელი პირობაა, თათბირის თუ ფორუმის ორგანიზატორი სარგებლობდეს ვებპორტალით. დანარჩენი მონაწილეებისთვის სერვისით სარგებლობა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
    მაგ. თქვენ გინდათ დღის სამ საათზე კონსულტაცია გამართოთ პარტნიორებთან. ამისათვის ვებპორტალზე ააქტიურებთ შესაბამის აპლიკაციას, იღებთ უნიკალურ სატელეფონო კოდს, რომელსაც ატყობინებთ ვირტუალურ თათბირში მონაწილეებს. დათქმულ დროს ყველა მონაწილე პირი აკრეფს წინასწარ განსაზღვრულ ტელ. ნომერს + თქვენს მიერ მიცემულ კოდს და ხვდება ვირტუალურ სათათბირო ოთახში. თქვენ შეგიძლიათ საუბრის ჩაწერა, თათბირის დროებით დატოვება, კვლავ ჩართვა და ასე შემდეგ. აღნიშნული სერვისის განხორციელება შესაძლებელი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში.
  • მოაწყოთ ქოლცენტრი.
    სერვისი ძალზედ მიმზიდველია ორგანიზაციებისთვის.
    თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ სოლიდური თანხები და ერთ სატელეფონო ნომრზე შემოსულ ზარი სურვილისამებრ გადაამისამართოთ სხვადასხვა განყოფილებასა თუ ფილიალში.
    მაგ. გაყიდვების სამსახური, მარკეტინგის სამსახური.

ვებპორტალის სამართავად აბონენტს უნდა ჰქონდეს:

  • ოპერაციული სისტემები:
    Win XP, Win Vista, Win 7, Apple Mac OS X.
  • ვებაპლიკაციები:
    Internet Explorer 7, Mozilla Firefox 2, Apple Safari, Microsoft Silverlight 4.0.

- მომსახურების ჩართვა (ყველა კატეგორიის აბონენტებისათვის) - 10 ლარი;
- მომსახურების ყოველთვიური გადასახადი:

  • ბინის სექტორის აბონენტებისათვის - 5 ლარი;
  • არმოება-დაწესებულებების აბონენტებისათვის - 10 ლარი;
მოცემული ტარიფები შეიცავს დღგ-ს.