ინტერნეტი
ტელეფონი
IP ტელეფონი
ტელევიზია
კომპანიის შესახებ
კონტაქტი
იურიდიული პირებისთვის
Online შეკვეთა
ონლაინ გადახდა
ონლაინ დახმარება
საერთაშორისო კავშირი
მთავარი
კომპანიის სიახლეები
2013-01-23 - IP ტელეფონია (ინტერნეტტელეფონია)

IP ტელეფონია, ანუ ინტერნეტტელეფონია არის უახლესი სიტყვა საკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. იმისათვის, რომ ისარგებლოთ IP ტელეფონიით, საჭიროა ჩართული იყოთ ნებისმიერი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მოქმედი პროვაიდერის ინტერნეტქსელში. კავშირის დამყარება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ხორციელდება ინტერნეტწვდომა.

IP ტელეფონიაში ჩართვით თქვენ ხდებით "ახალი ქსელების" სატელეფონო სერვისის მომხმარებელი, მოგენიჭებათ ტელეფონის ნომერი, რომლის საშუალებითაც განახორციელებთ ზარებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ "ახალი ქსელების" ტარიფებით ისარგებლოთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

მაგ: თქვენ იმყოფებით საზღვარგარეთ, ხართ "ახალი ქსელების" IP ტელეფონიის აბონენტი, ნებისმიერი ადგილიდან სადაც გექნებათ წვდომა ინტერნეტთან, შეგიძლიათ დარეკოთ სახლში, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან და გადაიხადოთ იგივე თანხა, რასაც გადაიხდიდით თბილისში არსებული ფიქსირებული ტელეფონიდან დარეკვისას.

ისარგებლეთ უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიით და დაზოგეთ სოლიდური თანხა!