ინტერნეტი
ტელევიზია
ტელეფონი
ოფერტა
იურიდიული პირებისთვის
კომპანიის შესახებ
კონტაქტი
იურიდიული პირებისთვის
Online შეკვეთა
ონლაინ გადახდა
ონლაინ დახმარება
საერთაშორისო კავშირი
კომპანიის სიახლეები
2016-10-03 - განცხადება
ამა წლის 19 სექტემბერს გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ინტერაქტივის რეალური სურათის დანახვა შეუძლებელი გახდა იმის გამო, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ ვერ უზრუნველყო ყველა შემოსული ზარის „გატარება“, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სინამდვილეში, ინტერაქტივის დროს წარმოიქმნა ტექნიკური პრობლემა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ სადგურმა გადაცემის მსვლელობის განმავლობაში არაერთხელ მიიღო დაახლოებით 10-ჯერ მეტი დატვირთვა (ზარების ოდენობა) ვიდრე იყო მოთხოვნილი გადაცემისთვის. აღნიშნული სიხშირის ზარები არც გასული წლების განმავლობაში დაფიქსირებულა. შედეგად, ვერ მოხერხდა ყველა ზარის გატარება.

რადგან „ახალი ქსელები“ მის ყველა კორპორატიულ კლიენტს ემსახურება მათი მოთხოვნების შესაბამისად, მხარეებს („ახალ ქსელებსა“ და „რუსთავი 2“-ს) შორის მოხდა შეხვედრა და ახალი პირობების შეთანხმება, რის შედეგადაც გაიზარდა გამოყოფილი სატელეფონო რესურსი, რამაც უზრუნველყო მომდევნო გადაცემებში ზარების გამტარუნარიანობის გაზრდა და აღმოიფხვრა აღნიშნული პრობლემა.